logo
ENG



ქორიძე: მედიამ მიიღო ყველაზე აგრესიული დარტყმა, რა თქმა უნდა, [პროტესტის] ავანგარდში იქნება

11 ივლ 202114:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/11/mafwpnxrq95dqke.jpg

მედიამ მიიღო ყველაზე აგრესიული დარტყმა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ახლა - ჩვენი კოლეგა ისე და იმ ფორმით დააზიანეს იმ დღეს, რომ დღეს იგი გარდაიცვალა. სხვა თემაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ. რა თქმა უნდა, მედია [პროტესტის] ავანგარდში იქნება. ყველა მოქალაქე, ვინც არის პასუხისმგებლობით აღჭურვილი და ფიქრობს, რა გვემუქრება, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო, რა ხიფათი ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას, დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად გამოხატავს ]პროტესტს] და არანაირი ტროლების მექანიზმი ამას არ უშველის. ეს არის უშურველად გადაყრილი ფული, რომელსაც ხარჯავს მთავრობა.


close დახურვა